თავში

აზერბაიჯანულმა თემმა პრემიერ-მინისტრს ნოვრუზ ბაირამობის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა

აზერბაიჯანულმა თემმა პრემიერ-მინისტრს ნოვრუზ ბაირამობის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა
აზერბაიჯანულმა თემმა პრემიერ-მინისტრს ნოვრუზ ბაირამობის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა დღესასწაულთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მოქალაქეებს უმასპინძლა.

თბილისის სახელმწიფო დრამატული აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, თურგაი ველიზადეს თქმით პანდემიიდან გამომდინარე წელს ამ დღესასწაულს ოჯახებში აღნიშნავენ

"დღეს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მოგვილოცა ჩვენი სახალხო დღესასწაული. რა თქმა უნდა ყველანი მადლობლები ვართ ასეთი ყურადღებისათვის. წელს სამწუხაროდ მასშტაბურად ვერ ტარდება ნორვუზ ბაირამის დღესასწაული, პანდემიიდან გამომდინარე, იმედი მაქვს მომავალ წელს უფრო მასშტაბურად ავღნიშნავთ",- განაცხადა თურგაი ველიზადემ.

თელავის მუნიციპალიტეტის თემის წარმომადგენლის, ზურაბ მუსაევის თქმით, ნოვრუზ ბაირამი ეს არის ახალი სიცოცხლის შემობრძანება.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა მიიწვია და  ეს დღესასწაული მიულოცა.

 აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორი, ლეილა ალიევი აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. 

"აზერბაიჯანელ ხალხს პრემიერმა მიულოცანო ვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული. იყოს მშვიდობა, კეთილდღეობა, საქართველოს აღმავლობა. შესანიშნავად ავღნიშნეთ ამ პანდემიის პერიოდში ბაირამობა ოჯახებში",- განაცხადა ლეილა ალიევმა

ნოვრუზ ბაირამი 20-დან 24 მარტამდე გრძელდება, ხოლო კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს.

2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ აღიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system