თავში

აზერბაიჯანის ელჩი მარნეულში მცხოვრებ ხოჯალის მოსახლეობას შეხვდა

აზერბაიჯანის ელჩი მარნეულში მცხოვრებ ხოჯალის მოსახლეობას შეხვდა
აზერბაიჯანის ელჩი მარნეულში მცხოვრებ ხოჯალის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი მარნეულში მცხოვრებ ხოჯალის მოსახლეობას შეხვდა. ხოჯალის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. 

ხოჯალის გენოციდის თვითმხილველმა ზარიფა ბაირამოვამ, სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა არაადამიანური მოპყრობის შესახებ, საკუთარი მწარე მოგონებები გაიხსენა. მან აღნიშნა, რომ ჩადენილი ბოროტების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. 

ხოჯალის მკვიდრმა აგნეტ ჩილდირლიმ ისაუბრა აღდამში განვითარებულ მოვლენებზე, რომელთა მოწმეც იგი 29 წლის წინ გახდა.

ხოჯალელთა თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებით, მტერთან ანგარიში გასწორდა, შეწირულ მსხვერპლთა სახელით. მათ სურვილი გამოთქვეს აზერბაიჯანში, გათავისუფლებული ტერიტორიები მოინახულონ. 

შეხვედრის მონაწილეებმა აზერბაიჯანის საელჩოს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ფაიგ გულიევმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია საქართველოში მცხოვრები ხოჯალის მაცხოვრებლების მოგონებების გამოქვეყნება. ელჩმა ახალგაზრდებს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ხოჯალის გენოციდის შესახებ სიმართლის შეტყობინებაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. 

აღნიშნული ღონისძიების გამართვამდე, ხოჯალელთა ხუთ ოჯახს სასურსათო დახმარება გადაეცა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მერის მოადგილე კანან ომაროვი, მერის თანაშემწე ადილ ალიევი და საქართველოს აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ნარიმან გურბანოვი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system