თავში

ფოთის მერიაში მოქალაქემ თვითდაზიანება მიიყენა

ფოთის მერიაში მოქალაქემ თვითდაზიანება მიიყენა
ფოთის მერიაში მოქალაქემ თვითდაზიანება მიიყენა

ფოთის მერიაში მისულმა მოქალაქემ, ცივი იარაღით, თვითდაზიანება მიიყენა. მერიის შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მამაკაცი კი ფოთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

report.ge-ს მომხდართან დაკავშირებით, ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა განუმარტა, რომ აღნიშნული მოქალაქე, რთულ სოციალურ პირობებში იმყოფება და სავარაუდოდ, თვითდაზიანებები აფექტურ მდგომარეობაში მიიყენა. 

მისივე თქმით, მოქალაქეს დღემდე მისი სამსახურისთვის, დახმარების თხოვნით არ მიუმართავს.

 "კანცელარიაში განცხადებით არ მოუმართავს, როდესაც წესია ასეთი, რომ ჯერ განცხადება უნდა შემოიტანო და მერე ხდება შესწავლა, ქულების მინიჭება და დახმარების დანიშვნა. მან თვითდაზიანება მიიყენა, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია, ეს დაზიანებები იყო მცირე. თვითონ ამბობს რომ ყურადღების მიქცევის მიზნით მოიქცა ასე. სოციალურ სააგენტოს მიმართა მანამდე და როგორც ვიცი, აგენტიც გამოყოფილია უკვე. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მისი ძმა მძიმე დაავადებით წევს ზუგდიდის საავადმყოფოში, ხოლო სახლი ბანკმა ჩამოართვა. ამ ყველაფერმა იმოქმედა და სავარაუდოდ, აფექტის მდგომარეობაში მოიქცა ასე. ჯანდაცვის და სოციალური დახმარების კუთხით ამ დრომდე ჩემთვის ამ მოქალაქეს არ მოუმართავს, მან ახლა დაიწყო მომართვა და არ შემოიტანა განცხადება ისე მიიყენა დაზიანება. ჩემი სამსახური მესამე სართულზეა, მოქალაქემ კი თვითდაზიანება მეორე სართულზე მიიყენა. ჩვენ მზად ვართ, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური კუთხით დავეხმაროთ მაქსიმალურად, რისი საშუალებაც იქნება", - განაცხადა მაია მაკალათიამ. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system