თავში

ბოლნისში COVID-19-ით 118 პირია ინფიცირებული

ბოლნისში COVID-19-ით 118 პირია ინფიცირებული
ბოლნისში COVID-19-ით 118 პირია ინფიცირებული

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით სულ 118 პირია ინფიცირებული. ამის შესახებ report.ge-ს ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, 118 ინფიცირებულიდან, 15 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. 

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ ეტაპზე, თვითიზოლაციაში 207 ადამიანი, ხოლო კარანტინში 99 იმყოფება. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 11 ახალი შემთხვევიდან 10 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. 

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 604 ადამიანი. 

მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 240.

გარდაცვლილია - 9 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში - 4887, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  500 ადამიანი იმყოფება.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system