თავში

ვარგისია თუ არა საცხოვრებლად კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა - დასკვნა ცნობილია

ვარგისია თუ არა საცხოვრებლად კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა - დასკვნა ცნობილია
ვარგისია თუ არა საცხოვრებლად კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა - დასკვნა ცნობილია

გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა,თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა. 

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორის, ლაშა სამხარაძის განცხადებით, დასკვნის თანახმად, კორპუსში ცხოვრება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე არ არის რეკომენდებული.

„ლაბორატორიის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებულია მე-3, მე-4 და მე-5 სართულები, გადახურვის ფილები, თვითმზიდი პანელები და ტიხრები, ასევე, ლიფტი და კიბის უჯრედებში გარკვეული სეგმენტები. დაზიანება ამ ლოკაციაზე არის საკმაოდ რთული და შეესაბამება მე-4 ხარისხს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახურის დაკვეთით კორპუსში უახლოეს დღეებში შევა კომპანია, რომელიც ჩაატარებს წინასაპროექტო სამუშაოებს, მომზადდება პროექტი და ამის შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. სანამ კორპუსში შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარდება, იქ ცხოვრება რეკომენდებული არ არის“, - განაცხადა ლაშა სამხარაძემ.  

19 ოქტომბერს, გურამიშვილის ქუჩაზე, კორპუსში აფეთქება მოხდა, რის გამოც სულ 5 ადამიანი დაშავდა. 4 მათგანი კლინიკიდან უკვე გაეწერა. 39 წლის კაცი კი ამ დრომდე რჩება მართვით სუნთქვაზე. 

გარდა ამისა, განხორციელდა 77 ოჯახის ევაკუაცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system