თავში

"ბაზა გასწორდა, მუშაობს" - ამირან გამყრელიძე

"ბაზა გასწორდა, მუშაობს" - ამირან გამყრელიძე
ბაზა გასწორდა, მუშაობს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის სპეციალურ პორტალზე ტექნიკური ხარვეზები ამ დროისთვის აღმოფხვრილია და სისტემა გამართულად მუშაობს.

მისივე თქმით, შესაძლოა, პერიოდულად მცირე შეფერხება იყოს.

"იმუნიზაციის ბაზა ერთ-ერთი დიდი ბაზაა. იქ მარტო კოვიდი არ არის, ბავშვთა იმუნიზაციაც შედის. როდესაც ჩვენ დაავაანონსეთ გახსნა "სინოფარმის" მეორე დოზისთვის რეგისტრაციის გასავლელად, ასევე 45 წლამდე დაიწია ასაკმა "ასტრაზენეკას" აცრებზე, ბაზას შეექმნა პრობლემები. იმუნიზაციის ბაზიდან ასევე პრობლემა შეექმნა ყველა ჩვენს დიდ ბაზას. ამაზე გუშინ სერიოზული კვლევები მიმდინარეობდა. ბაზა გასწორდა, მუშაობს. შესაძლოა, მცირე შეფერხება იყოს ხოლმე. როგორც წინასწარი ინფორმაცია მაქვს, იყო დიდი შემოტევა, დაახლოებით 800 000-მდე ერთდროულად შესვლა და დაკლიპვა ბაზაში, რომელსაც ვერ გაუძლო სისტემამ", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system