თავში

ბაჩალიაშვილის დედა: მაინც არ შერჩება, მიწიდან ამოვთხრი

ბაჩალიაშვილის დედა: მაინც არ შერჩება, მიწიდან ამოვთხრი
ბაჩალიაშვილის დედა: მაინც არ შერჩება, მიწიდან ამოვთხრი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება არა თვითმკვლელობა, არამედ ორგანიზებული მკვლელობაა. 

მათი თქმით, საქმეში ახალი ფიგურანტები იკვეთებიან და FBI-ის ჩართულობის გარეშე გამოძიება ვერაფერს გააკრვევს.

"მივმართავ მკვლელს, მაინც არ შერჩება, მიწიდან ამოვთხრი მთლად მიწაში რომ ჩაძვრეს. FBI ის ჩართულიბის გარეშე ვერ გავარკვევთ ამას," - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, საქმეში ახალი გარემოებების შესახებ განაცხადა, რაც მისივე თქმით, დაამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება იყო მკვლელობა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system