თავში

ბაჩალიაშვილის დედა: მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები

ბაჩალიაშვილის დედა: მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები
ბაჩალიაშვილის დედა: მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვლის მშობლები გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ. ოჯახი ირაკლი შოთაძისგან პირადად მოისმენს, რამდენად შესაძლებელია გამოძიების პროცესში მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

შეხვედრაზე შესვლამდე თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. 

მისი თქმით, ოჯახი აღარ აპირებს რევერანსებით საუბარს და მათი პოზიცია იქნება რადიკალური.

“დღეს შესრულდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე და რევერანსების დრო დასრულდა. აღარ ვაპირებ რევერანსებით ლაპარაკს, მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები,“ - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, მათ სჯერათ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია და საქმის გადაკვალიფიცირებას განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვენ. 

ისინი ასევე მოითხოვენ, რომ გამოძიების პროცესში უცხოელი სპეციალისტები, FBI-ს წარმომადგენლები ჩაერთონ.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system