თავში

ბაჩალიაშვილის დედა: პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე

ბაჩალიაშვილის დედა: პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე
ბაჩალიაშვილის დედა: პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს საპატრიარქომ გარდაცვლილისთვის წესის აგების კურთხევა მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა. 

ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საპატრიარქოში, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს შეხვდენენ. შეხვედრას პატრიარქი არ დასწრებია. 

როგორც თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სახელზე საპატრიარქოში პანაშვიდი გადაიხადეს.

„პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი. იკითხონ მკვლელებმა, იმათ რა ელით, თორემ ჩემი და თამუნას სული მშვიდად იქნება, წესიც აიგება და რაც საჭიროა, ყველაფერი ისე გაკეთდება. მოვუყევით როგორც იყო და მიხვდნენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ამ ვერსიას ვეღარც კი მოიაზრებენ საერთოდ”,- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system