თავში

ბაჩალიაშვილის მამა: ჩათვალეთ მეც მომკლეს... ვინ დგას ამის უკან

ბაჩალიაშვილის მამა: ჩათვალეთ მეც მომკლეს... ვინ დგას ამის უკან
ბაჩალიაშვილის მამა: ჩათვალეთ მეც მომკლეს... ვინ დგას ამის უკან

თამარ ბაჩალიაშვილის მამის ინფორმაციით, მისი შვილის ტელეფონიდან წაშლილია გარკვეული ინფორმაცია. 

ოჯახი ეჭვობს, რომ შესაძლოა ლუქი უკვე მოხსნილი აქვს არა მარტო მის ტელეფონს, არამედ ავტომობილსაც.

"ადვოკატის გარეშე ტელეფონი არ უნდა გაეხსნათ. რაც კომპიუტერზე გააკეთეს იგივე გააკეთეს აქაც. მანქანის თაობაზეც იმედი აღარ მაქვს, მგონია რომ ყველაფერი იქნება წაშლილი. ყველანაირ კვალს აქრობენ, ვინ დგას ამის უკან, მე უკვე არ ვიცი. ასეთი ნიჭიერი ბავშვი მომიკლეს, მთელი ცხოვრება გადადებული ვიყავი, ჩათვალეთ რომ მეც მომკლეს ისე ვარ,"- აცხადებს ჟურნალისტებთან ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system