თავში

ბაჩალიაშვილის საქმის სკანდალური დეტალები - ვინ დაურეკა საბედისწერო დღეს თამარს

ბაჩალიაშვილის საქმის სკანდალური დეტალები - ვ
ბაჩალიაშვილის საქმის სკანდალური დეტალები - ვინ დაურეკა საბედისწერო დღეს თამარს

თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, დილის 10:15 წუთზე „ვოთსაფის“ საშუალებით დაურეკეს და მას კონკრეტულ მისამართზე მისვლა თხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „შაბათის ფორმულა" ავრცელებს. 

მათი თქმით, წყარომ საგამოძიებო უწყებიდან რამდენიმე დეტალი დაადასტურა, რაზეც ამ დროისთვის გამომძიებლები მუშაობენ.  ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები, რომელიც 3 ქართველი მაღალჩინოსნის შესახებ მაკომპრომატირებელ ინფორმაციას შეიცავს.

რა სახის საიდუმლოზეა საუბარი უცნობია, თუმცა ამის შემდეგ მისი მისამართით დაიწყო მუქარა. "შაბათის ფორმულას" საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებენ, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა. 

„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს და მანქანა საგულდაგულოდ გაასუფთავეს, რათა დნმ-ის კვალი არ ამოსულიყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system