თავში

ბაჩალიაშვილის სამსახური ადასტურებს, რომ პორნოსაიტს მომსახურებას უწევდა

ბაჩალიაშვილის სამსახური ადასტურებს, რომ პორნოსაიტს
ბაჩალიაშვილის სამსახური ადასტურებს, რომ პორნოსაიტს მომსახურებას უწევდა

ჩვენ ვაკეთებთ პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ზრდასრული საიტებისთვისაც გაგვიკეთებია ეს მომსახურება, - ეს ინფორმაცია კომპანია "ზეგის" წარმომადგენლებმა დაადასტურეს. 

"ჩვენი საქმიანობა აქაც და იქაც (ამერიკაში) არის ლეგალური და არანაირი შეხება კანონგარეშე საქმიანობასთან არ გვაქვს. ჩვენი კომპანია პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდა საიტებს, მათ შორის პორნოგრაფიულ საიტებს. ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი იყო, ამაზე მუშაობა რომ დავიწყეთ. მათ შორის, თამარისთვისაც იყო ცნობილი რასაც ვაკეთებდით. ჩვენ ვწერდით მხოლოდ პროგრამულ კოდებს და არანაირი შეხება პორნოგრაფიასთან და ვიდეოკონტენტთან შეხება არ გვქონია. ეს ინფორმაცია არის კომერციული საიდუმლოება და ამაზე საჯაროდ ხალხში საუბარი არ ჩაგვითვლია საჭიროდ," - განაცხადა კომპანია ზეგის წარმომადგენელმა "მთავარი არხის" ეთერში.  

ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძემ, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, განაცხადა, რომ კომპანია "ზეგ" სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ასრულებდა ისეთი დამკვეთის დავალებებს, რომელიც არაკანონიერი ვიდეოკონტენტის წარმოებით და გადაყიდვით არის დაკავებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system