თავში

ბაჩანა ლობჟანიძე: ჩემი Facebook-ის გატეხვას ცდილობდნენ - PHOTO

ბაჩანა ლობჟანიძე: ჩემი Facebook-ის გატეხვას ცდილობდნენ
ბაჩანა ლობჟანიძე: ჩემი Facebook-ის გატეხვას ცდილობდნენ - PHOTO

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელმაც საზოგადოებას თავი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად წარუდგინა, აცხადებს, რომ დღეს დილით მისი Facebook-ის გატეხვას ცდილობდნენ. 

მისივე თქმით, 23 ივლისს, როდესაც უკვე თამარი გარდაცვლილი იყო, თამარის ინსტაგრამიდან წაიშალა მისი პროფილის მონიშვნა, ასევე, ბაჩალიაშვილის ანგარიშიდან განხორციელდა ბაჩანა ლობჟანიძის პირადი პროფილის Unfollow.

 "დღეს დილით მოხდა ჩემს Facebook-ზე შეღწევის წარუმატებელი მცდელობა. რატომ ხდება ეს ჩემთვის გაუგებარია. სადღაც 23 ივლისიდან ხდება თამარის Instagram-ზე წვდომა, იქ იშლება ერთ-ერთი ჩემი Tag და ასევე თამარის ანგარიშიდან ჩემ ინსტაგრამზე კეთდება Unfollow. ამის შემდეგ უკვე, როცა ექსპერტიზის ბიუროში ვარ, ხდება მისი Facebook-ის დეაქტივაცია, მაგრამ მთლად დეაქტივირებული არ ყოფილა თავიდან. იქ აქცენტი კეთდება ჩემზე პირდაპირ. რატომ იშლება ჩემი Tag, მთლიანი პოსტი არ იშლება, ანუ ედითი, რომ არის ეს ყველამ უნდა ნახოს, ვინც თამარის გამომწერია Instagram-ზე. ეს უკვე ბევრ ეჭვებს ბადებს, იმიტომ რომ თამარის ლეპტოპის გავლით მისი ლეპტოპის იქეთ, ტექნიკურად არანაირი საშუალება არ არსებობს, რომ ვინმეს შეეღწია იქ. ერთადერთი ვინმემ უნდა იცოდეს თამარის ინსტაგრამის პაროლები," - განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ "ტელეკომპანია ფორმულასთან".

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system