თავში

ბაჩანა ლობჟანიძე: კომპანია "ზეგ" შესაძლოა ბავშვთა პორნოგრაფიასთან იყოს კავშირში

ბაჩანა ლობჟანიძე: კომპანია "ზეგ" შესაძლოა ბავშვთა
ბაჩანა ლობჟანიძე: კომპანია ზეგ შესაძლოა ბავშვთა პორნოგრაფიასთან იყოს კავშირში

ბაჩანა ლობჟანიძე აცხადებს, რომ  კომპანია "ზეგ" სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ასრულებდა ისეთი დამკვეთის დავალებებს, რომელიც არაკანონიერი ვიდეოკონტენტის წარმოებით და გადაყიდვით არის დაკავებული. 

მისი თქმით, შესაძლოა თამარმა სწორედ ამიტომ შეიძინა ელექტროშოკი, რომ ის წააწყდა უკანონობას სამსახურში. 

"თუ კი თამარს არ ჰქონია პრობლემა და კონფლიქტი სამსახურში, მაშინ რატომ უნდა ეყიდა მას ელექტროშოკი. მე ჩვენებაშიც მივეცი ეს ინფორმაცია, რაც არის სისხლის სამართლის საქმე და ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან აქ არის, როგორც კომპანია "ზეგის" ასევე, გამოძიების ინტერესი. მე ვამბობ, რომ ეს ბიზნესი, რაზეც ეს კომპანია მუშაობს და ვის დაკვეთასაც ეს კომპანია ასრულებს (clipsforsale), არ არის თავსებადი ქართულ მენტალიტეტთან. ეს კომპანია მუშაობს პორნოგრაფიულ ვიდეოკონტენტზე, რომელიც არის პორნოგრაფიული შინაარსის," - აცხადებს ბაჩანა ლობჟანიძე. 

ეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system