თავში

ბადეს ხელი კრა - რას ყვებიან მეზობლები მე-6 სართულიდან ბავშვის გადმოვარდნაზე

ბადეს ხელი კრა - რას ყვებიან მეზობლები მე-6 სართულიდან გადმოვარდნაზე
ბადეს ხელი კრა - რას ყვებიან მეზობლები მე-6 სართულიდან ბავშვის გადმოვარდნაზე

მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც გუშინ, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ თვითმხილველები და მეზობლები საუბრობენ. შემთხვევის დროს მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ.

"მწერების დამცავ ბადეს მიარტყა ხელი, რომელიც, როგორც ჩანს დამაგრებული არ იყო. ძიძა ყვიროდა, ბავშვი, ბავშვიო... სასწრაფო სამედიცინო დახმარება რამდენიმე წუთში მოვიდა ადგილზე. როგორც ვიცი, მდგომარეობა კრიტიკულია", - ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს მეზობელი.

მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system