თავში

ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის - თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტს ასაჯაროებს

ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის - თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტს ასაჯაროებს
ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის - თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტს ასაჯაროებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა სამხედრო სასამხახურიდან 2019 წლის ივლისში გაათავისუფლეს. უწყება დოკუმენტს ავრცელებს, იმის დასადასტურებლად, რომ ის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.

დოკუმენტის მიხედვით, ესებუა, რომელიც რიგითი ჯარისკაცი იყო სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. ბრძანებას ხელს პოლკოვნიკი ტატალაშვილი აწერს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მედია და პოლიტიკოსები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ესებუა ჯარში ისევ მსახურობდა და დოკუმენტის გასაჯაროებაც ამიტომ გადაწყვიტეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი აცხადებს, ოფიციალურ დოკუმენტს “საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე” ავრცელებენ.

„ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს, ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულვებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას. საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, - აცხადებს მოლოდინაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system