თავში

ბადრი ესებუას მამა გამოკითხვის შემდეგ კომენტარს აკეთებს

ბადრი ესებუას მამა გამოკითხვის შემდეგ კომენტარს აკეთებს
ბადრი ესებუას მამა გამოკითხვის შემდეგ კომენტარს აკეთებს

ჩემი შვილი თბილისშია, მას დანაშაული არ ჩაუდენია, ხვალ ან ზეგ ჩამოვა, - ამის შესახებ ძებნილი ბადრიე ესებუას მამამ, ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ტარიელ ესებუას თქმით, მის შვილს პოლიცია ეძებს თუმცა მას "საქართველოს ბანკის" საქმესთან კავშირი არ აქვს. 

"ოჯახმა არაფერი იცის. ხვალ ველოდები ჩემს შვილს, ის თბილისშია. პოლიცია მას ეძებს, მაგრამ ჩემი შვილი უდანაშაულოა და დანაშაული მას არ ჩაუდენია. ხვალ ან ზეგ ჩამოვა", - განაცხადა ძებნილის მამამ ტარიელ ესებუამ.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე", შეიარაღებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system