თავში

ბადრი ესებუას მამა: მედიაში გავრცელებული კადრები ძველია

ბადრი ესებუას მამა: მედიაში გავრცელებული კადრები ძველია

მედიაში გავრცელებული ვიდეოკადრები, სადაც ბადრი ესებუას გადაადგილება ჩანს ძველია, - ამის შესახებ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას მამამ ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ტარიელ ესებუამ ამ ფაქტის დასადასტურებლად ჟურნალისტებს შვილის ტანსაცმელი აჩვენა, რომელიც მას ვიდეოკადრებში აცვია და განაცხადა, რომ 2 დღის წინ გადაღებულ ვიდეოში ის ამ ტანსაცმელში ვერ იქნებოდა.

"ხედავთ ამ ბოტასს, შეადარეთ ეს მაისურიც და ეს ჟილეტიც. ორი დღის წინ ეცმეოდა ხომ?! ორი დღის წინ ეს ტანსაცმელი და ეს ბოტასი ეცვაო, ესენი კი აქ არის. ეს ხომ არის ტყუილი?",- განუცხადა ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, რომლის მიხედვითაც, ბადრი ესებუა 2 დღის წინ ზუგდიდის ქუჩებში გადაადგილდებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system