თავში

ბაგებში, კერძო სკოლაში ხანძარი ლიკვიდირებულია - მეხანძრეებმა შენობა დატოვეს

ბაგებში, კერძო სკოლაში ხანძარი ლიკვიდირებულია - მეხანძრეებმა შენობა დატოვეს
ბაგებში, კერძო სკოლაში ხანძარი ლიკვიდირებულია - მეხანძრეებმა შენობა დატოვეს

წყნეთის გზატკეცილზე, კერძო სკოლა „ახალ სკოლაში“ ხანძარი ლიკვიდირებულია. სახანძრო სამსახურმა სკოლის შენობა უკვე დატოვა.

ხანძარი კერძო სკოლის შენობაში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი საქვაბეს მოედო, რასაც წინ უძღოდა აფეთქება და დაკვამლიანება. აფეთქებას ნგრევა არ მოყოლია. დაშავებული არავინ არის. ინციდენტის დროს შენობაში უცხოელი მოსწავლეები იმყოფებოდნენ, რომლებიც სკოლა პანსიონში ცხოვრობენ.

ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system