თავში

ბაღების აღმზრდელ-პედაგოგთა სერტიფიცირება 2020 წელს განხორციელდება

ბაღების აღმზრდელ-პედაგოგთა სერტიფიცირება 2020 წელს განხორციელდება
ბაღების აღმზრდელ-პედაგოგთა სერტიფიცირება 2020 წელს განხორციელდება

განათლების რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის მაისში საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგების სერტიფიცირება განხორცილდება – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვა ბაღებში 2019 წლის ნოემბერში მოხდება.

,,ეს იქნება საპილოტე პროგრამა ,,სამოდელო ბაღი”, როგორც განვახორციელეთ სკოლებში. ხოლო 2020 წლის მაისში უკვე მოხდება აღმზრდელ-პედაგოგთა სერტიფიცირება და ანაზღაურების გეგმის წარდგენა მოხდება საზოგადოებისთვის. როგორც ევროპულ ქვეყნებში სკოლამდელი აღზრდის საფეხური მნიშვნელობით გაუთანაბრდება საშუალო განათლების საფეხურს”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system