თავში

ბაია პატარაია: გილოცავთ ბიძინას 2030-მდე დარჩენას

ბაია პატარაია: გილოცავთ ბიძინას 2030-მდე დარჩენას
ბაია პატარაია: გილოცავთ ბიძინას 2030-მდე დარჩენას

უფლებადამცველი ბაია პატარაია საქართველოში დაფიქსირებულ კორონავირუსის რეკორდულ მაჩვენებელს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ გარემოში მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვებას მარტივად მოიპოვებს.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" კვლავ უმრავლესობაში აღმოჩნდება და ამის გამო გამოწვეულ პროტესტს კარანტინით და კომენდანტის საათით ჩაახშობს.

"კოვიდი მიჯლიგინებს... ვინ დადგება არჩევნების რიგებში, სადაც მხოლოდ 2 კაცს უშვებენ უბანზე? ვინ და ქოცი, ანუ ის ადამიანი, ვისაც სამსახურიდან აიძულებენ არჩევნებში მონაწილეობას. დანარჩენი ხალხი არ მივა არჩევნებზე.

არათუ მოიგებს ოცნება, არამედ ისევ ერთპარტიული პარლამენტი გვექნება. ხოლო პროტესტს ჩაახშობენ კარანტინით და კომენდანტით.

გილოცავთ ბიძინას 2030-მდე დარჩენას...

ოპოზიციამ გვიყუროს მოხარშული თევზის თვალებით ახლა", - წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system