თავში

ბახმაროში ჩარჩენილი დამსვენებლების გამოსაყვანად გზა გაიწმინდა

ბახმაროში ჩარჩენილი დამსვენებლების გამოსაყვანად გზა გაიწმინდა
ბახმაროში ჩარჩენილი დამსვენებლების გამოსაყვანად გზა გაიწმინდა

ბახმაროში ჩარჩენილი დამსვენებლების გამოსაყვანად, ბახმარომდე მისასვლელი გზა გაიწმინდა, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.  

"ამ დროისთვის ყველა მათგანს შეუძლია კურორტის უსაფრთხოდ დატოვება. რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, კვლავ აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან. გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს და აკრძალვა გაუქმდება გაზაფზულზე, ამინდის ცვალებადობის მიხედვით. გზის გაწმენდა იმ ადამიანების დასახმარებლად გახდა საჭირო, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, ბოლო დღეების განმავლობაში, ბახმაროს ტერიტორიაზე შევიდნენ. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსვენებლებს და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დამეორჩილონ აკრძალვას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები." - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system