თავში

"ბაკურიანობა 2020" - სახალხო დღესასწაული ზამთრის კურორტზე

"ბაკურიანობა 2020" - სახალხო დღესასწაული ზამთრის კურორტზე
ბაკურიანობა 2020 - სახალხო დღესასწაული ზამთრის კურორტზე

"ბაკურიანობა 2020" დღეს დასრულდება. სახალხო დღესასწაული, ტრადიციულად ყოველ წელს ეწყობა. ღონისძიება სპორტული აქტივობებით გაიხსნა, სადაც ადგილობრივი სპორტსმენები სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იღებდნენ მონაწილეობას.

ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში სასპორტო სკოლის 15-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

სპორტული და კულტურული აქტივობები მიმდინარეობს ბაკურიანის პარკშიც. ასევე, დიდველის სპორტულ ტრასაზე free style jumping show შეჯიბრება ჩატარდება.

სახალხო დღესასწაული "ბაკურიანობა 2020" ადგილობრივებსა და სპორტსმენებს სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

"ბაკურიანობა 2020"- ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მიმდინარეობს, ხოლო ორგანიზატორი ბორჯომის სასპორტო სკოლაა.

დღესვე დაგეგმილია გალაკონცერტი და საპატიო ბაკურიანელების დაჯილდოება. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system