თავში

ბაკურიანში ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

ბაკურიანში ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
ბაკურიანში ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ბორჯომის მუნიციპალიტეტს სატრანსპორტო საშუალებები თბილისის მერიამ გადასცა. 

საკურორტო ზონაში შიდა გადაადგილებისთვის ტრანსპორტი წელს პირველად დაინიშნა. სპეციალურად დაბრენდილი ავტობუსები დიდველისა და კოხტას საბაგიროების მიმართულებით რეისებს უკვე ასრულებენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით, ტრანსპორტი წრიული მარშრუტით მოძრაობს და ყველა ტურისტულ ლოკაციაზე: კოხტას, დიდველის და ე.წ. 25 მეტრიან საბაგიროებთან ჩერდება.

ტრანსპორტი მოძრაობას ბაკურიანის შესასვლელიდან დილის 09:30 სთ-ზე იწყებს და ყოველი 15 წუთის ინტერვალით გადის. ავტობუსები საღამოს 20:00 საათამდე მუშაობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system