თავში

ბაკურიანში მაგისტრალური წყალსადენი ახლით ჩანაცვლდება

ბაკურიანში მაგისტრალური წყალსადენი ახლით ჩანაცვლდება
ბაკურიანში მაგისტრალური წყალსადენი ახლით ჩანაცვლდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის განახლებას იწყებს. პროექტს საქართველოს მთავრობა აფინანსებს და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა. 

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეიცვლება სათავე ნაგებობა და ამორტიზებული მაგისტრალური მილსადენი.

მეორე პროექტით ასევე გათვალისწინებულია სოფელ ციხისჯვარში 5 ახალი წყლის ჭაბურღილის მოწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის შემკრებ კამერებს, სატუმბო სადგურსა და წყლის გამწმენდ ნაგებობას.

ორივე პროექტით დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system