თავში

ბაკურიანში, საბაგიროზე საბჭოთა მონეტების გამოყენების ფაქტს სუს-ი სწავლობს

ბაკურიანში, საბაგიროზე საბჭოთა მონეტების გამოყენების ფაქტს სუს-ი სწავლობს
ბაკურიანში, საბაგიროზე საბჭოთა მონეტების გამოყენების ფაქტს სუს-ი სწავლობს

ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე ბილეთების ნაცვლად საბჭოთა მონეტების გამოყენების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედი საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული კომისია იძიებს.

სუს-ის ინფორმაციით, კომისიამ დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

ფოტოს ავტორი: ანა მარშანია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system