თავში

ბაკურიანში სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა

ბაკურიანში სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა
ბაკურიანში სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა

ბაკურიანში სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა. მასში მონაწილეობას 14 ქვეყნის 48 სპორტსმენი იღებდა. 

გამარჯვებულები ქალებში ბრიტანელი შარლოტ ბენკსი, ხოლო მამაკაცებში იტალიელი ომარ ვისინტინი გახდნენ. 

2021 წლის მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსსა და სნოუბორდ-ქროსში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცის (FIS) ეგიდით, COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა.

6 დღის განმავლობაში მიმდინარე ღონისძიება მსოფლიოს რამდენიმე სპორტული არხის საშუალებით გადაიცემოდა. 

შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system