თავში

ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემის აღმოსაფხვრელად ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ

ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემის აღმოსაფხვრელად ბრიგადები ამ
ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემის აღმოსაფხვრელად ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ბაკურიანში წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია აცხადებს, რომ ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურ რეჟიმში მიეწოდება. ამ დროისთვის, საკურორტო ზონის 70 პროცენტი 24 საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.

"ბაკურიანში ბოლო დღეებში შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ. ადგილზე იმყოფება კომპანიის მენეჯმენტი, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები იმისათვის, რომ მოხერხდეს წყლის დამატებითი მარაგის მოძიება პრობლემის აღმოსაფხვრელად.

დღევანდელი სამუშაოების შედეგად, კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა წყლის მარაგის გაზრდის მიზნით, გარკვეულ მონაკვეთებზე ახალი მილი მოაწყო. პარალელურად, კომპანია ყველა იმ სასტუმროს, სადაც წყლის მიწოდება შეზღუდულია, ამარაგებს წყალმზიდების საშუალებით. პროცესში ჩართულია 112-ის მანქანები, რომელთა დახმარებით წყლის მიწოდება წყალმზიდებამდე წაღვერიდან და ბორჯომიდან ხორციელდბა. გარდა ამისა, სამაშველო მანქანები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ შემკრები რეზერვუარის შესავსებად.

გამომდინარე იქედან, რომ ტურისტული ობიექტების განაშენიანება ყოველწლიურად საკმაოდ სწრაფად იზრდება და სეზონის ყველაზე აქტიურ პერიოდში წყლის მოხმარება საკმაოდ მაღალია, არსებული მარაგი საკმარისი არ არის. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წინასწარ ქონდა კომუნიკაცია სასტუმროებთან და მოახდინა ინფორმირება სეზონის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წყლის მიწოდების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ბაკურიანში ქსელის განვითარებისა და ახალი სისტემების მშენებლობის მეორე ეტაპის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის სეზონის აქტიურ პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system