თავში

ბარიერი ამოგვიშენეს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ბადემ შეაკავოს კოვიდი?! - ადვოკატი

ბარიერი ამოგვიშენეს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ბადემ შეაკავოს კოვიდი?! - ადვოკატი
ბარიერი ამოგვიშენეს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ბადემ შეაკავოს კოვიდი?! - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კვლავ დახურული კომუნიკაციის შეხვედრას ითხოვს და რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს მიმართავს.

როგორც მან ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრების ოთახში ბარიერია ამოშენებული, რაც პენიტენციურმა დაწესებულებამ კოვიდუსაფრთხოებით ახსნა. 

„კიდევ არაერთხელ მინდა საჯაროდ მოვუწოდე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ზურაბ მოდებაძეს, რომ მოგვცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან პირადი კომუნიკაციის. ისეთი კომუნიკაციის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მოისმინოს რაზე ვსაუბრობთ. ადვოკატს აქვს უფლება ჰქონდეს დახურული კომუნიკაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფთან.

ჩვენ შემთხვევაში სპეციალურად ბარიერი ამოგვიშენეს შეხვედრების ოთახში და მიზეზად კოვიდპანდემია დაასახელეს. ეს ბარიერი არის ბადისგან დამზადებული და როგორ წარმოგიდგენიათ ბადემ შეაკავოს კოვიდი. ეს ბარიერი სპეციალურად შეიმუშავეს, რომ არ გვქონდეს ნორმალური კომუნიკაცია, რაც ცალსახად არის კანონდარღვევა და ამაზე პასუხისმგებლობა ზურაბ მოდებაძეს ეკისრება", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

საძაგლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეუშვან როგორც პირადი ექიმი, ასევე კონსილიუმის წევრები, რადგან მისივე მტკიცებით, სააკაშვილს კვლავ აღინიშნება არადამინური მოპყრობის და წამების კვალი.

"ეს იყო ხელისუფლების გზავნილი, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც აირჩევს კანონისადმი მორჩილებას ივანიშვილის მორჩილების ნაცვალად, დაისჯება ზუსტად ამ ფორმით რა ფორმითაც დაისაჯა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system