თავში

ბარსელონა-თბილისის გადადებული რეისის მგზავრებს ხარჯი აუნაზღაურდებათ

ბარსელონა-თბილისის გადადებული რეისის მგზავრებს ხარჯი აუნაზღაურდებათ
ბარსელონა-თბილისის გადადებული რეისის მგზავრებს ხარჯი აუნაზღაურდებათ

ბარსელონა-თბილისის გადადებული რეისის მგზავრებს ბილეთის ღირებულება აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთში საქართველოს საკონსულო ავრცელებს.

ესპანეთში შექმნილი ვითარების გამო საქართველოდან ბარსელონაში რეისები არ განხორციელდა. შესაბამისად, გადაიდო საპირისპირო მიმართულების ფრენებიც. საქართველოს ავიახაზები მგზავრებს რამდენიმე შესაძლო ვარიანტს სთავაზობს: დაელოდონ ოთხშაბათის რეისს, რა დროსაც გამოიყენებენ 20 ოქტომბრის ბილეთებს; შეიძინონ ბილეთი იმ ქალაქებამდე, საიდანაც დაფინავენ ქართული ავიახაზები. თბილისამდე ფრენას კი „აირზენა“ უზრუნველყოფს; ან შეიძინონ ბილეთი სხვა ავიახაზებზე და მათ დანახარჯი აუნაზღაურდებათ.

„მოქალაქეთა უმეტესობამ მოაგვარა საკითხი და ამ ეტაპზე, აეროპორტში რჩება 10-მდე ადამიანი (მათ შორის სომხეთის მოქალაქეები)“, – აღნიშნავენ ბარსელონაში საქართველოს გენერალურ საკონსულოში.

დღის განმავლობაში, ბარსელონას აეროპორტში დარჩენილ მოქალაქეებს გენერალური კონსული მოინახულებს 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system