თავში

ბასილაშვილის საქმეზე მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს დაკითხავენ

ბასილაშვილის საქმეზე მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს დაკითხავენ
ბასილაშვილის საქმეზე მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს დაკითხავენ

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს. რა ინფორმაციას ფლობს ჯოკოვიჩი, რომელიც გამოძიებისთვის საინტერესოა ჯერჯერობით უცნობია. როგორც ბასილაშვილის ადვოკატი აცხადებს, გამოძიება შესაძლოა დაინტერესდეს იმ პირებითაც ვინც მაგალითად ამერიკის ღია ჩემპიონატში მონაწილეობდა. ირმა ჭკადუას თქმით მაშინ ნეკა დოროყაშვილმა სკანდალი მოაწყო, რის გამოც ორგანიზატორებმა ის დაცვის საშუალებით გაიყვანეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და ის, ამ ეტაპზე, თავისუფალია.

თავად ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ საზოგადოებას მიმართა და ბოდიში მოუხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system