თავში

“ბასტი-ბუბუს” საქმე, შესაძლოა, სასამართლოს გადაეცეს

“ბასტი-ბუბუს” საქმე, შესაძლოა, სასამართლოს გადაეცეს
“ბასტი-ბუბუს” საქმე, შესაძლოა, სასამართლოს გადაეცეს

„ბასტი-ბუბუს“ ხელმძღვანელი, თამარ სხვიტარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, კორონავირუსმა „ბასტი -ბუბუც“ დააზარალა და შესაძლოა, საქმე სასამართლოს გადაეცეს. 

მისივე განმარტებით, საბავშვო-გასართობი სტუდია 130 000-ლარიანი იჯარის გადახდას ვერ ახერხებს.

,,კორონავირუსმა, ყველასთან ერთად, დააზარალა ბავშვების საყვარელი - ბასტი ბუბუც!!! მეათე თვეა ბავშვები ვერ დადიან სტუდიაში, საიდანაც აქვს ბასტი ბუბუს ძირითადი შემოსავალი. უხელფასოდ არის 60 თანამშრომელი, რომლებიც თავისი საქმის უმაღლესი კლასის სპეციალისტები არიან.

ასევე, ,,ბასტი ბუბუ" ვერ იხდის იჯარის თანხას, რომელსაც 30 წლის განმავლობაში პირნათლად უხდიდა სახელმწიფო ორგანიზაცია "ახალგაზრდობის სააგენტოს".

ბევრი მიწერ-მოწერის, პირადი და ვირტუალური შეხვედრების შემდეგ, ახალგაზრდობის სააგენტომ, გუშინ ბასტი ბუბუს მისცა ერთ კვირის ვადა, რათა დაფაროს 130 000 ლარის ოდენობის იჯარის ვალი, რომელიც კორონავირუსის გამო დაუგროვდა და რომლის გადახდის არანაირი ფინანსური საშუალება ბასტიბუბუს ამ ეტაპზე არ გააჩნია!!!

ერთი კვირის შემდეგ კორონავირუსით დაზარალებული ბასტიბუბუს საქმე გადაეცემა სასამართლოს!!!
ეს ის შემთხვევაა, როცა საქმის ვითარება სასაცილოც არის და სატირელიც!!!
P.S. ნეტავ, როგორ მოიქცევა სახელმწიფო, სასამართლო, ხალხი, რომელსაც უყვარს ბასტიბუბუ და როგორ ჩაიწერება ეს წლები ბასტიბუბუს ისტორიაში, რომელიც უკვე საქართველოს ბავშვების საყვარელი 30 წლიანი ბრენდია.
დაველოდოთ, საქმის განვითარებას. ვითვალისწინებთ ხალხის დიდ ინტერესს და ამიტომ დღეიდან ამ საქმის განვითარების ყველა დეტალი საჯარო გახდება!", -
წერს სხვიტარიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system