თავში

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, - ამის შესახებ დეკანოზი იოანე გორელიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ეპარქიის პრესსპიკერის თქმით, შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. 

მამა იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა რეზიდენციის კარი ფეხით შეამტვრია და ეზოში შეიჭრა, ის დანით იყო შეიარაღებული.

,,იმდენად უგონო მდგომარეობაში იყო, ვერ ამბობდა, რა უნდოდა, განყოფილებაში გადაიყვანეს. მეუფე არ უხსენებია. მეუფის დასაჭრელად შევიდაო და არა! უბრალოდ მთვრალი იყო, სამართალდამცველები დაადგენენ ვინაობას",- განაცხადა დეკანოზმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system