თავში

ბატონმა ნიკამ, რომელიც "ყველაფერჩიკია", მაშინ ალბათ "ფეისბუქის" გამოყენება არ იცოდა - წულუკიანი

ბატონმა ნიკამ, რომელიც "ყველაფერჩიკია", მაშინ ალბათ "ფეისბუქის" გამოყენება არ იცოდა - წულუკიანი
ბატონმა ნიკამ, რომელიც ყველაფერჩიკია, მაშინ ალბათ ფეისბუქის გამოყენება არ იცოდა - წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო ფრესკებთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას რეპლიკას პასუხობს. 

წულუკიანის თქმით, ფრესკებზე გამოყენებული მასალა წებოვანი ლენტები არ არის. 

„რაც შეეხება ბატონ გვარამიას, ქართული კულტურის უდიდეს გულშემატკივარს, რომლის დროსაც ეს ნახატები გამოტანილი იქნა მუზეუმიდან და შემოტანილი იქნა სამინისტროში, შემდეგ ოთხი მათგანი ისე გავიდა ჩეხეთში, რომ ნიკა გვარამიას ამის შესახებ „ფეისბუქზე“ არაფერი დაუწერია. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ „ფეისბუქი“ არ არსებობდა ან არ იცოდა გამოყენება. დღეს არის აღშფოთებული. ბატონი ნიკა ალბათ ყველაფერჩიკია, მაგრამ მე არ ვარ ასეთი. მე, როდესაც ვნახე მის მიერ გამოქვეყნებული გელათის დამცინავი პოსტი, ფერწერის სპეციალისტებს და ხელოვნებათმცოდნეებს ვკითხე და ისინი თავს გრძნობენ შეურაცხყოფილად მისი პოსტის გამო. აღმოჩნდა, რომ ეს არ არის წებოვანი ლენტები, ეს არის სპეციალური მასალა. მესმის, რომ გვარამია ჩემსავით არაკვალიფიციურია, მაგრამ როდესაც მე არ ვიცი, ვეკითხები სპეციალისტს, ის არაფერს არავის ეკითხება და ეს არ არის სკოჩი. ეს არის სპეციალური მასალა. იმიტომ, რომ ფრესკაა, სწორედ ნიკა გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2008 წლიდან იყო ექსპერიმენტების მსხვერპლი. თურმე, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არის სპეციალური მასალა, როდესაც გამომარილების და გამოშრობის პერიოდი მიმდინარეობს, ნაწილაკები კედელს არ მოშორდეს და არ მოსწყდეს. რაც შეეხება უფრო მასშტაბურ სამუშაოებს და ეს ფრესკები რომ გადარჩეს, საჭიროებს მასშტაბურ სამუშაოებს. ამისათვის არის სწორედ უცხოელი სპეციალისტები და კმაყოფილებით უნდა ვთქვა, რომ არქიტექტორ-რესტავრატორებისგან განსხვავებით, ფერწერის რესტავრატორები და სპეციალისტები უფრო მეტია საქართველოში და აქ, როგორც ჩანს, წყვეტაა პროფესიული, სწორედ ნიკა გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის გამო, არ არის ისეთი საზიანო, როგორიც მათ როდესაც ძეგლთა დაცვის სისტემაში მოშალეს ის, რაც იყო, იმის ნაცვლად, რომ განევითარებინათ. აღმოჩნდა, რომ ფერწერის მიმართულებით მაინც გადარჩნენ ადამიანები, პროფესიონალები, რომლებისგანაც ჩვენ უკვე შევქმენით ჯგუფი და მე შორს ვდგავარ იმ აზრისგან, რომ მე ან თქვენ, არ გეწყინოთ, უნდა გადავწყვიტოთ, როგორ მოვუაროთ ამ ფრესკებს. ეს უნდა გადაწყვიტონ სპეციალისტებმა. ახლა რაც ხდება გელათში, რა თქმა უნდა, არის ყველა იმ ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში და არამხოლოდ, ვინც გელათზე ექსპერიმენტს ატარებდა 2008 წლიდან 2020 წლის ჩათვლით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, გუშინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გელათის კომპლექსში უნიკალური ფრესკები ისევ ნადგურდება. ადგილიდან ასევე გავრცელდა ფოტო მასალა სადაც ჩანს, რომ ფრესკები სპეციალური ლენტებითაა დამაგრებული, რომელიც არხმა წებოვან ლენტებად მოიხსენია. 

გვარამიამ აღნიშნული ინფორმცია სოციალურ ქსელში გააზიარა და ასეთი რეპლიკა დაწერა: "სად წავიდე, რა ვქნა?

დღეს კი, ერთ-ერთი ექსპერტის საპასუხოდ ნიკა გვარამიამ განმარტება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ  რომ გუშინ, გელათის თემაზე მუშაობისას კომპეტენტურ ორგანოებთან კომუნიკაციის მიუხედავად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მიიღეს, ტელეკომპანიაში კი რესტავრირების სპეციალისტები არ არიან და ექსპერტული ცოდნა არ გააჩნიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system