თავში

ბათუმში, მაღაზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, მაღაზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში, მაღაზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, საკონდიტრო მაღაზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ დეტალურად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კომენტარი რამდენიმე წუთში გაკეთდება. 

არსებული ინფორმაციით, საკონდიტრო მაღაზია ,,დონა", რომლის თანამშრომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დროებით დაიკეტა, თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდნენ თანამშრომლები.

ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1510 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 1253-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system