თავში

ბათუმის აეროპორტში ბერლინიდან სპეცრეისი დაეშვა

ბათუმის აეროპორტში ბერლინიდან სპეცრეისი დაეშვა
ბათუმის აეროპორტში ბერლინიდან სპეცრეისი დაეშვა

ბათუმის აეროპორტში ბარლინიდან სპეცრეისი ჩამოფრინდა.  "საქართველოს ავიახაზების" მიერ შესრულებულ რეისს საქართველოს 180-ზე მეტი მოქალაქე ჩამოჰყვა. მათ პირველადი შემოწმება აეროპორტშივე ჩაუტარდებათ და შემდეგ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ. კარანტინში მათი გადაყვანა სპეციალური ტრანსპორტით განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთიდან უახლოესი სპეციალური ავიარეისების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაციით, უახლოესი კვირების განმავლობაში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით, განხორციელდება კომპანია „საქართველოს ავიახაზების“ სპეციალური კომერციული რეისები შემდეგი მიმართულებებით: 23 მარტი – თბილისი-ბერლინი-ბათუმი, რომელიც უკვე შესრულდა, ასევე 24 მარტი – ათენი-თბილისი-ათენი (შეასრულებს „ეგეოსის ავიახაზები“); 26 მარტი – თბილისი-ვენა-თბილისი; 31 მარტი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი; 3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი; 7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი; 10 აპრილი – თბილისი-ლარნაკა-თბილისი. მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი რეისების დაგეგმვაზეც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system