
ბათუმის ბულვარში სავაჭრო ჯიხური გაქურდეს. წვრილმანმა ხულიგანმა ჯიხურის ფანჯარა დააზიანა და ჯიხურში ისე შეაღწია. გავრცელებული ინფორმაციით მან მცირეოდენი თანხა და სიგარეტი წაიღო.
შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.