თავში

ბათუმის ერთ-ერთ საწყობში 2 ტონამდე გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს

ბათუმის ერთ-ერთ საწყობში 2 ტონამდე გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს
ბათუმის ერთ-ერთ საწყობში 2 ტონამდე გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს

ბათუმში ერთ-ერთ საწყობში იპოვეს ორ ტონამდე გაფუჭებული ხორც-პროდუქტები აღმოაჩინეს. სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქტები ქუთაისის ქუჩაზე, ხორცის მაღაზიის გვერდით მდებარე სათავსოში გადაცემა "ხარისხის კონტროლმა" აღმოაჩინა. 

სავარაუდოდ, აღნიშნული პროდუქტების ნაწილი უკვე რეალიზებულია. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, თამარ ბერძენიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტის ის საწყობი, სადაც ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს, მათთვის უცნობი იყო და მეპატრონე მას საგულდაგულოდ მალავდა. 

ვადაგასული ხორცით ძირითადად ნახევარფაბრიკატები მზადდებოდა.

ხორცის საწყობი აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა და დალუქა.

ცნობისთვის, დაახლოებით ერთი თვის წინ აჭარაში აღმოაჩინეს კვების ობიექტებში სარეალიზაციოდ გამზადებული 2 ტონა ცხენის ხორციც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system