თავში

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კარანტინი გამოცხადდა

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კარანტინი გამოცხადდა
ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კარანტინი გამოცხადდა

ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში კარანტინი გამოცხადდა. მიზეზი ბენეფიციარების და თანამშრომლის ინფიცირება გახდა. თავშესაფარში 5 ბინადარი და 1 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. თავშესაფრის წარმომადგენლების ინფორმაციით მათ ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.

თავშესაფრის ეზოში სხვა პირების შესვლა აიკრძალა, აკრძალულია ტერიტორიიდან ბენეფიციარების გასვლაც. დაწესებულების თანამშრომლები კარანტინში გადავიდნენ და თავშესაფარში კარანტინიდან ივლიან.

მოხუცთა თავშესაფარში მყოფ მობინადრეებს და თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ. როგორც ადმინისტრაციაში report.ge-ს განუცხადეს, ყველა პირის ტესტის პასუხი უარყოფითა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system