თავში

ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 25 ბენეფიციარსა და 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაცია report.ge-ს მოხუცთა თავშესაფარში დაუდასტურეს, თუმცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თავშისაფრის ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, არ აქვს ზუსტი ინფორმაცია. მათი ცნობით, ინფიცირებულთა რაოდენობა ზუსტდება. უწყებაში აცხადებენ, რომ ცხელების ცენტრში 35 პირი გადაიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე დგინდება, რამდენ ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი. 

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან 225 აჭარაში გამოვლინდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system