თავში

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს "საპარტნიორო ფონდმა" 10 000 პირბადე გადასცა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს "საპარტნიორო ფონდმა" პირბადე გადასცა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს საპარტნიორო ფონდმა 10 000 პირბადე გადასცა

„საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო პირბადეები „Faceguard“-ი და ფონდის საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოგზავნილი პირბადეები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს აჭარის ა/რ-ის ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდა. 

უწყების ცნობით, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ფონდის მხარდაჭერით შექმნილი პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ დამფუძნებელმა დავით მიმინოშვილმა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორს სოლომონ ფუტკარაძეს პირბადეები პირადად გადასცეს. ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე დაესწრო.

ამჟამად სამედიცინო სექტორისთვის რთული პერიოდია და „საპარტნიორო ფონდი“ აგრძელებს აქციას, რომლის ფარგლებში ჩვენ გადავცემთ ყველაზე მაღალი დაცვის მქონე პირბადეებს იმ კლინიკებს, სადაც კოვიდ პაციენტები არიან. სამშრიან სამედიცინო პირბადეებს სახელწოდებით „Faceguard“-ი, „საპარტნიორო ფონდის“ დახმარებით, ქართული კომპანია აწარმოებს. გარდა აჭარისა, ჩვენ მსგავსი აქციით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, რაჭა-ლეჩხუმსა და სხვა რეგიონებში მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ სამედიცინო სექტორს. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც სამედიცინო სფეროში დღეს თავდადებულად შრომობს და მაქსიმალურს აკეთებს ამ ურთულეს პერიოდში“,- განცხადა დავით საგანელიძემ.

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს ცენტრალური და დასავლეთ აზიის მიმართულებით სინძიანის ეკონომიკური მიმოცვლის ასოციაციისა და ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრების ასოციაციის სამეცნიერო ინდუსტრიების თანამშრომლობის კომიტეტის მიერ ფონდისთვის გამოგზავნილი 4000 ცალი პირბადე და საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული 6000 ცალი პირბადე გადაეცა.

შეგახსნებთ, აქციის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდმა“ პირბადეები საჩუქრად გადასცა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსა და ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას, რუსთავისა და რაჭის მუნიციპალიტეტებსა და კლინიკებს, ასევე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ქუთაისში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system