
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 20 პაციენტს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება, დანარჩენი პაციენტების უმრავლესობა კი უსიმპტომოა. ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ განაცხადა.
"პაციენტებიდან ორი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური, გაუარესება არ აღენიშნებათ, უკეთესობისკენ მოდიან, მაგრამ მაინც მძიმედ ითვლება მათი მდგომარეობა. გვყავს 20 პაციენტი სხვადახვა ხარისხის პნევმონიით, დანარჩებიდან უმრავლესობა უსიმპტომოა", – განაცხადა კიკაბიძემ.
გიორგი კიკაბიძის თქმით, კლინიკა 170 საწოლზეა გათვლილი და აქედან 25 არის რეანიმაციული საწოლი.
„25 არის რეანიმაციული საწოლი. როგორც გავიგე, ახალი რეგულაცია შემოდის და თუ ერთი კვირის განმავლონაში პაციენტს სიცხე არ აღენიშნება, არც პნევმონია, ანუ უსიმპტომო პაციენტები ერთი კვირის შემდეგ შეიძლება გადაყვანილი იქნან კარანტინის ზონაში. რამდენიმე დღეს იქ დაყოფენ, იქ შეიძლება მათი ტესტირება და სახლში გაშვება. ეს რომ ამოქმედდეს, კლინიკიდან დაახლოებით 25-30 პაციენტის გაშვება შეგვიძლია“, – განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.