თავში

ბათუმის რესპუბლიკურში მოთავსებული მამაკაცის მდგომარეობა

ბათუმის რესპუბლიკურში მოთავსებული მამაკაცის მდგომარეობა
ბათუმის რესპუბლიკურში მოთავსებული მამაკაცის მდგომარეობა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 158 პაციენტია მოთავსებული. მათგან ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

კლინიკის ექიმის, გია კიკაბიძია განცხადებით,  72 წლის მამაკაცი კლინიკაში გუშინ მოათავსეს. მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნება.

"მამაკაცის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მას აქვს ინსულტი და ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 158 კოვიდინფიცირებულია, 17 იმყოფება რეანიმაციაში, მათგან 5-ის მდგომარეობა არის მძიმე", - აცხადებს გია კიკაბიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system