თავში

ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალს კორონავირუსი დაუდგინდა, ინფომაციას თავად კლინიკა ავრცელებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფიცირებულთან პაციენტები და მედპერსონალი კონტაქტში არ ყოფილა.

„ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან ჩვენ ზედმიწევნით ვიცავდით და ვიცავთ ყველა იმ აუცილებელ წესსა და რეკომენდაციას, რაც აუცილებელია კოვიდ-ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დღემდე ჰოსპიტალში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.

სამწუხაროდ, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ თანამშრომელს-დამლაგებელს.

ინფიცირებული პირი სამედიცინო პერსონალს არ მიეკუთვნება, ის ყოველ მეოთხე დღეს მუშაობდა და შეხება არ ჰქონდა არც პაციენტებთან და არც მედპერსონალთან.

ინფიცირებული უკვე გადაყვანილია ცხელების ცენტრში. მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი გამოვლენილია და იზოლაციაში იმყოფება.

ტესტირება ოპერატიულად ჩაუტარდა სამედიცინო პერსონალს, რომელიც სისტემატურად გადის ტესტირებას ვირუსზე, ჰოსპიტლის შენობაში ჩატარდა სრული დეზინფექცია ყველა წესის გათვალისწინებით.

ჩვენ ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით ვასრულებდით და ვასრულებთ დაკისრებულ მისიას-ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს პაციენტებსა და პერსონალს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ.

ამჟამად ჰოსპიტლის ყველა სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას," - აღნიშნულია ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system