თავში

ბათუმის საზღვაო სექტორის თანამშრომლები იცრებიან

ბათუმის საზღვაო სექტორის თანამშრომლები იცრებიან
ბათუმის საზღვაო სექტორის თანამშრომლები იცრებიან

ბათუმის საზღვაო სექტორის თანამშრომლები საყოველთაო ვაქცინაციაში ჩაერთნენ. 100-მდე პირი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თანდასწრებით აიცრა. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა თორნიკე რიჟვაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანიც. 

დღეს დავიწყეთ საზღვაო სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სფერო უსაფრთხოდ ფუნქციონირებდეს. კოვიდის პერიოდი ისე გადავიტანეთ, რომ ჩვენი პორტები უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ფუნქციონებდა და ამიერიდანაც ასე უნდა იყოს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მასობრივი ვაქცინაციის პროცესში მეზღვაურები, პროტის თანამშრომლები და უმაღლესი საზღვაო სასწავლებლების პერსონალი ჩაერთო. 

ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში გემთფლობელებმა ბორტზე მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაასაქმონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system