თავში

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, თოთხმეტი ხიდიდან 12 ხიდზე კონსტრუქციული ნაწილები დასრულებულია. 5 გვირაბიდან 3 გვირაბი უკვე გაჭრილია. ამჟამად მიმდინარეობს გვირაბების მოსახვითი და საინჟინრო სამუშაოები. 

"2 გვირაბზე დაწყებულია ექსკავაციის სამუშაოები. რა თქმა უნდა, კვლავ არსებობს გეოლოგიური გამოწვევები, თუმცა სამუშაოების გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მალე გვექნება ბათუმის ახალი შემოვლითი გზა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ბათუმის განტვირთვისთვის, ქალაქს აარიდებს ტრანზიტულ მოძრაობას, რაც ბათუმს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system