თავში

"ბათუმის წყალი" ბრალდებებს უარყოფს

"ბათუმის წყალი" ბრალდებებს უარყოფს
ბათუმის წყალი ბრალდებებს უარყოფს

"ბათუმის წყლის" გენერალური დირექტორის, მარიკა გვიანიძის განცხადებით, სასმელი წყალი ბათუმში მომწამვლელი არ არის და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასმელი წყლით ინფექციური დაავადებები ვრცელდება სიმართლეს არ შეესაბამება. 

როგორც report.ge-ს "ბათუმის წყალში" განუცხადეს, სასმელი წყლის კონტროლი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ხორციელდება მთელი ქალაქის მასშტაბით. 

„ჩვენ მიერ წარმოებულ წყალს ინფექციური დაავადებები ვერანაირად ვერ დაუკავშირდება, რადგან ჩვენ უმაღლესი სტანდარტების მიხედვით ვაწარმოებთ სასმელ წყალს. ხდება მისი კონტროლი, როგორც სათავე ნაგებობეზე ასევე რეზერვუარებში და მთელი ქალაქის მასშტაბით. ჩვენ ასევე გვყავს მაკონტროლებელი ორგანოები, როგორიცაა სურსათის უვნებლობის სააგენტო, ჩვენ უწყების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის სხვადასხვა წერტილში ვღებულობთ წყლის სინჯებს, ყოველთვის სინჯები და სასმელი წყლის ხარისხი არის შესაბამისი რეგლამენტის დამაკმაყოფილებელი,“ - განაცხადა მარიკა გვიანიძემ.

"ბათუმის წყლის" გენერალური დირექტორის თქმით, აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნების საფუძველზე 100%-ით შეიძლება ითქვას, რომ სასმელი წყალი არის სუფთა, დაქლორილი და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოიხმაროს საყოფაცხოვრებო დანიშნულებით.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმში რამდენიმე მცირეწლოვანი სასმელი წყლისგან მოიწამლა. პაციენტები იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system