თავში

ბათუმის მუნიციპალურ სასადილოში COVID-19 დადასტურდა - ბენეფიციარების მიღება შეწყდა

ბათუმის მუნიციპალურ სასადილოში COVID-19 დადასტურდა - ბენეფიციარების მიღება შეწყდა
ბათუმის მუნიციპალურ სასადილოში COVID-19 დადასტურდა - ბენეფიციარების მიღება შეწყდა

ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში ბენეფიციარების მიღება დროებით შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებასა და მუნიციპალური სასადილოს რამდენიმე თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება ბენეფიციარების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

,,ვირუსის გავრცელების მაღალი რისკიდან გამომდინარე, 27 სექტემბრიდან 1-ლი ნოემბრის ჩათვლით, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე #6 სასადილოს გარდა, ყველა მუნიციპალური სასადილოს მუშაობა შეჩერებულია. აღნიშნული სასადილო განაგრძობს მუშაობას დროებითი ღამის თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის სადილის მომზადებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის სადილის ბინაზე მიტანის მიზნით.
საკვები პროდუქტების 1 თვის მარაგის გაცემა საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება. მუნიციპალური სასადილოების ჩვეულ რეჟიმში მუშაობა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად განახლდება.

სასურსათო პროდუქტების მარაგი გაიცა ასევე მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში. აღსაზრდელების მშობლებმა მათთვის განკუთვნილი პროდუქტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების სრული დაცვით მიიღეს", - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6192-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 796-მა ადამიანმა დაამარცხა და ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3120-ს შეადგენს. 

სულ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 38 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system