თავში

ბათუმს წყალი შეზღუდვით მიეწოდება

ბათუმს წყალი შეზღუდვით მიეწოდება
ბათუმს წყალი შეზღუდვით მიეწოდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2019 წლის 8 ოქტომბერს, ღამის 2 საათიდან 9 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე ბათუმს სასმელი წყალი შეზღუდვით მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,ბათუმის წყალი" ავრცელებს.

წყლის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

ჟიული შარტავას ქუჩა;
შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ხახუტაიშვილის ქუჩიდან ნურეთინ ჩარმითლის ქუჩამდე;
ტბელ აბუსერისძის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე;
ჯავახიშვილის ქუჩა, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე;
გრიბოედოვის ქუჩა, რუსთაველის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე;
ფოროსმანის ქუჩა;
ზურაბ გორგილაძის ქუჩა, შარტავას ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე;
ვახტანგ გორგასალის ქუჩა, ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე;
ნურეთინ ჩარმითლის ქუჩა;
რუსთაველის ქუჩა, ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე;

„ბათუმის წყალი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით", - აღნიშნულია კომოპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system