თავში

ბათუმში 32 წლის ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმში 32 წლის ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა
ბათუმში 32 წლის ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 32 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

„კოვიდ 19, პნევმონია, მარჯვენამხრივი სპონტანური პნევნოთორაქსი, თავის ტვინის დაზიანება დაუზუსტებელი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, კომა, ღვიძლის უკმარისობა, ანემია. არტერიული ჰიპერტენზია პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას იყო მძიმე, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვის მწვავე პნევმონია“ – წერია გარდაცვლილი 32 წლის ქალის დიაგნოზში.

ერთ დღეში, აჭარის რეგიონში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა და 448 დაინფიცირდა. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 3,473 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 73 154-მდე გაიზარდა.

რეკორდულად მაღალია 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, კორონავირუსისგან კიდევ 3 342 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო რაოდენობა 55 511-ს შეადგენს.

სულ გარდაცვლილია 636 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system